Thursday, April 11, 2013

ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება



პროექტის სახელი : ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება.
პროექტის მოკლე ღწერა : მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ზოგადად პროექტის არსს,რომ ენერგიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ,ოჯახში ხშირად ანთია ნათურები,აგრეთვე ჩართულია ელექრო ხელსაწყოები რომლის ჩართვასაც საჭიროება არ მოითხოვს,აგრეთვე გახსნილია წყლის ონკანი და იღვრება წყალი ისე რომ მისი გამოყენება არ ხდება,ამიტომ მასწავლებელი მოსწავლეებს აწოდებს იდეას (იდეის ავტორი უმჯობესია მოსწავლე იყოს) და მოსწავლეები მასწავლებელთან ერათად განსაზღვრავენ ამოცანებს.
1.ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენას.
2.ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა.
3.ენერგიის დაზოგვის გზების გასაზღვრა.
მოსწავლეთა ასაკი : 14–15 წელი.
ხანგრძლივობა : 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : კითხვა–პასუხი.რა სახის ენერგიას მოიხმარს მოსწავლის ოჯახი:ელექტრულს,წვის,მზის,წყლის და ქარის.ამ ჩამოთვლილთაგან ამ ენერგიის  მოხმარებულ მოწყობილობებს,შემდეგ მოსწავლეებს მიეცემათ დავალება.
1.რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობლობა ერთი თვის განმავლბაში,წარმოადგინონ ცხრილის სახით.დახმარებისათვის შეიძლება მიმართონ უფროსებს.
2.დაადგინეთ ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი ბინის გასათბობად,წყლის გასაცხელებლად და ა.შ. დაადგინეთ ღირებულება ამ ენერგიების და წარმოადგინეთ სვეტოვანი დიაგრამის სახით.
3.ჩამოწერეთ რა საშუალებით დაზოგავს თქვენი ოჯახი ენერგიას და რა ეკონომიას მისცემს ეს თქვენს ოჯახს.
მოსალოდნელი შედეგები : მოსწავლეები აანალიზებენ შეკრებილ იმფორმაციას,აფორმებენ კვლევის შედეგებს ცხრილებისა და დიაგრამების სახით და აყალიბებენ დასკვნებს.გაიმდიდრებენ ცოდნას,შექმნიან ბლოგს და დახვეწენ ისტ_ის ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევებს.
სასარგებლოა სხვებისათვისაც : მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ ბლოგს გააცნობენ სხვა თანატოლებს და მასწავლებლებს.
შედეგების წარმოდგენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მსჯელობს პროექტის ირგვლივ და სვამს შეკითხვებს.
შედეგების შეფასება : პროექტის შეფასებაში მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები: მსჯელობენ და ახდენენ თვით შეფასებას.მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს საქმიანობაში,საინფორმაციო წყაროების ხარისხის გამოუყენებელი შესაძლებლობების შეფასებაში.აანალიზებენ პროექტის გაგრძელების შესაძლებლობასა და პოტენციას.წარმოდგენილი ანგარიშის ხარისხს.
სამუშაო ენა : ქართული.
პროექტის ავტორი : მთვარისა კვიციანი.
ელექტრონული ფოსტა: kvicianim@gmailcom